მოამზადეთ ბროკოლისა და სეზამის სალათა – ვიტამინებით მდიდარი საჭმელი

3506
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: საშუალო

თუ ცდილობთ ჯანსაღად და სწორად იკვებოთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სალათა აუცილებლად მოგეწონებათ. ეს უკანასკნელი ვიტამინების ნამდვილიდ საბადოა. რბილი ავოკადო, წვნიანი ყურძენი, ბროკოლი და ყველი ფეტა ერთმანეთს უგემრიელესად ერწყმის, მათი ერთობა კი კულინარიულ შედევრს გვაძლევს.

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი ბროკოლი
  • თეთრი ყურძენი გემოვნებით
  • 1-2 ჩ/კ სეზამი
  • 1 ცალი ავოკადო
  • 40-50 გრამი ფეტა
  • 1 ს/კ ზეითუნის ან მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ღვინოს ძმარი
  • სალათის წითელი ხახვი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბროკოლი გარეცხეთ, წითელი ხახვი გაფცქვენით. ბროკოლი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი ადუღებულ წყალში 3-5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. მშრალ ტაფაზე სეზამი მოაყარეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში წვით.

2ავოკადო და ყურძენი კარგად გარეცხეთ. ავოკადო გაფცქვენით და დაჭერით. დაჭერით ასევე ყველი ფეტაც. ბროკოლი ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე გადაიტანეთ. წითელი ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით.

3ბროკოლს მოაყარეთ ყველი ფეტა, ავოკადო, ხახვი, სეზამი და მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი ძმარი. ზემოდან ყურძნები დააწყვეთ. ბროკოლისა და სეზამის სალათა მზადაა!