მოამზადეთ ჩახოხბილი პომიდვრებით და ხახვით

6435
მომზადების დრო: 40 წთ.
სირთულე: საშუალო

ჩახოხბილი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული კერძია. გემრიელმა და ორიგინალურმა რეცეპტმა საუკუნეებს გაუძლო. სპეციალურად შერჩეული ბალახები, კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 1.2 კგ. ქათამი
  • 3 ცალი პომიდორი
  • 2 ცალი ხახვი
  • 2 ს/კ ტომატის პასტა
  • 1 შეკვრა ქინძი
  • 3-5 კბილი ნიორი
  • 1 ცალი მწარე წიწაკა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • კამა, ხმელი სუნელი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქათამი გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით. ტაფაში ზეთი ჩაასხით და შეაცხელეთ. ხორცი მასში შეოქროსფერებამდე შეწვით. პომიდვრებს ადუღებული წყალი დაასხით, შემდეგ კი გაფცქვენით და ნაჭრებად დაჭერით. დაუმატეთ ქათამს.

2ტომატის პასტას ნახევარი ჭიქა წყალი დაუმატეთ და ტაფაში ჩაამატეთ. ქათამი 10 წუთის განმავლობაში შუშეთ. ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით და ცალკე ტაფაში, კარაქში, შეწვით. დაუმატეთ ქათამს. კიდევ 20 წუთი მოშუშვა გააგრძელეთ. არ დაგავიწყდეთ ტაფას თავსაფარი დააფაროთ.

3ნიორი და წიწაკა წვრილ კუბიკებად დაჭერით და ქათამს დაუმატეთ. მოაყარეთ მწვანილი, მარილი და სანელებლები. ყველაფერი კარგად აურიეთ და კიდევ 5-7 წუთი ამზადეთ.