მოამზადეთ ჩიხირთმა ამ რეცეპტით!

39980
მომზადების დრო:30 წთ
სირთულე: საშუალო

ქართული კერძი ჩიხირთმა მთელ მსოფლიოში პოპულარულია და თავისი უნიკალური გემოთი ნებისმიერს აოცებს. დღეს მის რეცეპტს შემოგთავაზებთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ქათამი
  • 250 გრამი ხახვი
  • 5 ცალი კვერცხის გული
  • 50 მლ ღვინოს ძმარი
  • დაფნის ფოთოლი, ქინძი, მარილი და მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქათმის ბულიონი მოხარშეთ და მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე ქვაბში დაჭრილი მწვანილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა ჩაამატეთ.

2ამოიღეთ ქათამი და ნაჭრებად დაჭერით. გაასუფთავეთ ხახვი და ისიც დაჭერით. დაუმატეთ ბულიონს.

3ცარიელ ჯამში კვერცხის გული ძმართან ერთად ათქვიფეთ და ბულიონში ჩაამატეთ. ხშირად ურიეთ. ჩააბრუნეთ ქათამი ბულიონში და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.