მოამზადეთ დაბალკალორიული ხაჭოს პუდინგი მიკროტალღურ ღუმელში

676
მომზადების დრო: 5 წთ
სირთულე: მარტივი

ტკბილეულის რაციონიდან ამოღება ბევრი ადამიანისთვის ტანჯვაა. იცით, რომ ტკბილი სტრესის დაძლევაში გეხმარებათ? ასევე, თუ გსურთ, რომ მუდმივად ფორმაში დარჩეთ, ამხელა მსხვერპლზე წასვლა არაა საჭირო. დღეს შემოგთავაზებთ ტკბილ რეცეპტს – ეს არის დაბალკალორიული ხაჭოს პუდინგი. ის მიკროტალღურ ღუმელში მზადდება სწრაფად და მარტივად.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ხაჭო
  • 2 ს/კ შვრიის ფანტელი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 0.5 ცალი ბანანი
  • 20 გრამი ქიშმიში
  • ლიმონის წვენი გემოვნებით

მომზადების წესი:

1შვრია დააბლენდერეთ, ქიშმიშს მდუღარე წყალი დაასხით, ბანანი კი წვრილ კუბიკებად დაჭერით. ხაჭო კარგად დააქუცმაცეთ და დაუმატეთ: შვრია, ბანანი, კვერცხის გული და დამლბალი ქიშმიში.