მოამზადეთ დიეტური ტორტი ცხიმის, ფქვილისა და შაქრის გარეშე

3279
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშალო

ყველა, ვინც საკუთარ ფიგურაზე ზრუნავს, იცის, რომ ტორტი საკმაოდ კალორიულია. დიეტის დროს კი მას არავინ ეკარება. ამიტომ, ჩვენ გაგიზიარებთ დაბალკალორიული ტორტის რეცეპტს, რომელიც არ შეიცავს ცხიმს, შაქარსა და ფქვილს. დიეტური ტორტის მომზადება უმარტივესად შეიძლება. მისი ნაჭრები მორთეთ ვაშლით ან გახეხილი დარიჩინით.

ინგრედიენტები:

  • 370 გრამი ხაჭო
  • 2 ს/კ ბრინჯის ფქვილი
  • 30 გრამი თაფლი
  • 1 ცალი კვერცხი

მომზადების წესი:

1200 გრამი რბილი ხაჭო, ბრინჯის ფქვილი და კვერცხი ერთმანეთში ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცომი 3 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული მათგანი მშრალ ტაფაზე შეწვით.

2ჩანგლის დახმარებით ფირფიტების შუაში საშუალო ზომის ჩაღრმავება გააკეთეთ. დააცადეთ გაციება. მანამდე კი ხაჭოს კრემი მოამზადეთ: 170 გრამი დარბილებული ხაჭო და თაფლი ერთმანეთში აურიეთ.

3ფირფიტებს ხაჭოს კრემი გადაუსვით, ერთმანეთზე დააწყვეთ და ტორტის ფორმა მიეცით. 2 საათით მაცივარში შედგით.