მოამზადეთ ეკლერის კრემი ნაღებისგან სულ რაღაც 5 წუთში

1163
მომზადების დრო: 5 წთ
სირთულე: მარტივი

ფრანგული ეკლერები ნამდვილად საოცრებაა. ურბილესი სიტკბოსა და ნაზი კრემის ტანდემი გულგრილს ნამდვილად არავის ტოვებს. ამ დესერტის მოყვარულები, სამ ფლაგად იყოფიან: კარაქის, ნაღების ან მოხარშული კრემის მომხრეებად. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს. დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორ მზადდება ეკლერისთვის ნაღების კრემი.

ინგრედიენტები:

  • 400 მლ. ნაღები
  • 250 გრამი ყველი მასკარპონე
  • 3 ჭიქა შაქრის პუდრა
  • მწიკვი ვანილინი

მომზადების წესი:

1ღრმა ჯამში 30%-იანი ცხიმის შემცველობის ნაღები ჩაასხით, დაამატეთ ვანილინი, ჩანგლით კარგად აურიეთ. ჩაყარეთ შაქრის პუდრა, დაუმატეთ ყველი და მიღებული მასა კოვზით კარგად აურიეთ.

2ჩართეთ მიქსერი და კრემი იქამდე თქვიფეთ, სანამ არ დარბილდება. ამისთვის სულ რაღაც ორი წუთი დაგჭირდებათ. შემდეგ კი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ და ეკლერები ამოავსეთ.