მოამზადეთ ფარშირებული ბაგეტი მარტივად!

6253
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

ფარშირებული ბაგეტი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საჭმელია, რომლის მომზადება ზედმეტ ენერგიას არ მოითხოვს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ბაგეტი
  • 100 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი ლორი
  • 1 ცალი ნიორი
  • 250 გრამი მდნარი ყველი
  • 0.5 ჭიქა მზე გამხმარი პომიდორი
  • 100 გრამი მოხარშული ძეხვი
  • 0.5 ჭიქა ბულგარული წიწაკა
  • შავი პილპილი, ოხრახუში, მარილი და ზეთისხილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბაგეტს კიდეები მოაჭერით, შიგნიდან რბილი ნაწილი ამოაცალეთ (როგორც ვიცეოშია ნაჩვენები).

2მოამზადეთ შიგთავსი: წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა, მწვანილი, ძეხვი, ლორი, ზეთისხილი და პომიდორი. ნიორი გამოატარეთ. მდნარი ყველი მიქსერით გათქვიფეთ, შეურიეთ ხაჭო. დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

3ბაგეტში ეს შიგთავსი ჩადეთ და საჭმლის ცელოფანში შეახვიეთ. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

მიირთვით გემრიელად!