მოამზადეთ ფრანგული დესერტი, ფონდანი, თხევადი შოკოლადის შიგთავსით

1923
მომზადების დრო: 20-25 წთ.
სირთულე: საშუალო

ფრანგული შოკოლადის დესერტი “ფონდანო” – ეს არის კექსი თხევადი შიგთავსით. ის შკოლადის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ. მზადდება მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი
  • 45 გრამი ფქვილი
  • 90 გრამი შავი შოკოლადი
  • 90 გრამი კარაქი
  • 100 გრამი შაქარი
  • კაკაოს ფხვნილი, კარაქი, შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • კენკრა, ნაყინი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კვერცხი კარგად ათქვიფეთ, ჩაამატეთ შაქარი და თქვეფა კვლავ გააგრძელეთ. შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქთან ერთად. ორივე ერთად პორციებად კვერცხის მასაში ჩაამატეთ. არ შეწყვითოთ მორევა. ჩაყარეთ ფქვილი და ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით და კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ. ცომი ფორმაში ჩაასხით. აცხვეთ 5-12 წუთის განმავლობაში. ფონდანი შიგნიდან თხევად უნდა იყოს. მომზადებულ დესერტს კაკაოსა და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინთან ან კენკრასთან ერთად.