მოამზადეთ ფრანგული სამზარეულოს შედევრი – ტორტი “ევას ტრუფელი”

2404
მომზადების დრო: 50 წთ.
სირთულე:საშუალო

ეს უგემრიელესი დესერტი ფრანგული წარმოშობისაა. ის ყველა ჩვენგანისთვისაა ნაცნობი. მოამზადეთ ტორტი “ევას ტრუფელი” ამ რეცეპტის მიხედვით.

ინგრედიენტები:

  • 225 გრამი კარაქი
  • 460 გრამი შოკოლადი (55-70 პროცენტიანი კაკაოს შემადგენლობით)
  • 9 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი შაქარი
  • ½ ჩ/კ ლიმონის წვენი
  • კაკაოს ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ცეცხლზე კარაქი და შოკოლადი ერთად გაადნეთ. კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან განაცალკევეთ. გული და შაქარი კი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ. სილიკონის კოვზით მიღებული მასა შოკოლადისა და კარაქის მასას დაუმატეთ.

2კვერცხის ცილა ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ იქამდე, სანამ მასა არ დარბილდება. მისი 1/3, შოკოლადის მასას ჩაუმატეთ და ქვევიდან – ზევით ურიეთ. უმჯობესია მიქსერი არ გამოიყენოთ. საცხობ ფორმას (რომლის დიამეტრი 23 სანტიმეტრი უნდა იყოს) კარაქი გადაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. ჩაასხით ცომი.

3ტორტი 150 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ. შემდეგ კი მაცივარში მთელი ღამით დატოვეთ. ზემოდან კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ.