მოამზადეთ ფრანგული ყავა და მიირთვით კრუასანებთან ერთად!

5567
მომზადების დრო: 15 წთ.
სირთულე: საშუალო

ფრანგების უმეტესობა დილას ცხელი კრუასანებით და რძიანი ყავით იწყებს. დილით ისინი ესპრესოს სვამენ, საღამოთი კი ყავას ალკოჰოლს უმატებენ ხოლმე. ფრანგები ნამდვილი გურმანები არიან. ამაში ყავის ფრანგული რეცეპტიც დაგარწმუნებთ.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ ყავა
  • 100 მლ ნაღები
  • 250 მლ წყალი
  • 4 ჩ/კ კარგად დაფქული ყავა
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ყავის სახარშში ყავა ჩაყარეთ და წყალი დაასხით. შემოდგით ცეცხლზე. როგორც კი ბუშტუკები გაჩნდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

2ქვაბში ჩაასხით რძე და შაქარი დაუმატეთ. მოათავსეთ ცეცხლზე, შეათბეთ იქამდე, სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება. მხოლოდ ამის შემდეგ დავასხათ ნაღები და ავთქვიფოთ.

3
ჭიქაში ყავა ჩაასხით და დაუმატეთ ამის ნახევარი რძის მასა.