მოამზადეთ ფუნთუშები შოკოლადში სულ რაღაც 10 წუთში

1559
მომზადების დრო: 10 წთ
სირთულე: საშუალო

რბილი და ჰაეროვანი ფუნთუშები დღის სასიამოვნო დასაწყისის გარანტია. თუ მათ ჩვენი რეცეპტის მიხედვით დაამზადებთ, მიიღებთ რბილ, უგემრიელეს და უტკბეს ფუნთუშებს. შოკოლადის გლაზური კი ამ გემრიელობას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. მომზადებად ნამდვილად ღირს!

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 350 გრამი ფქვილი
  • 10 გრამი მშრალი საფუარი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრამი შავი შოკოლადი
  • 2 ჭიქა მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1რძე ოდნავ შეათბეთ და საფუარი ჩაყარეთ. დაუმატეთ შაქარი, მარილი და კარგად აურიეთ. ამავე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, ჩაასხით 2 ს/კ ზეთი და ჩანგლით აურიეთ. ფენა-ფენა ფქვილიც ჩაამატეთ. მოზილეთ ცომი და ერთი საათი გააჩერეთ.

2ცომი გააბრტყელეთ და ფუნთუშები გამოჭერით. ტაფაში ზეთი ბლომად ჩაასხით და ფუნთუშები გადაიტანეთ. როგორც კი შეოქროსფერდებიან, გადააბრუნეთ და 30 წამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით. შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ და ფუნთუშები ამოავლეთ.