მოამზადეთ ფხალი ამ რეცეპტის დახმარებით

1632
მომზადების დრო: 35 წთ.
სირთულე: საშუალო

ფხლის რეცეპტის უამრავი ვარიანტი არსებობს. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ მიირთვათ. გემოსთან ერთად, ის მადისაღმძვრელადაც გამოიყურება. ინგრედიენტებიდან გამომდინარე, ფხალი იდეალურია მათთვის, ვინც ვეგეტარიანელია ან მარხვაზეა.

ინგრედიენტები:

  • 200-250 გრამი ჭარხალი
  • 100 გრამი ნიგოზი
  • 1 ცალი წითელი მწარე წიწაკა
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ერთი შეკვრა ქინძი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • დაფქული ქინძი გემოვნებით
  • 0.5 ჩ/კ ხმელი სუნელი

მომზადების წესი:

1ქინძი, ნიგოზი, ნიორი, წითელი წიწაკა, დაფქული ქინძი და ხმელი სუნელი ერთად დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დააფარეთ თავსახური.

2ჭარხალი კარგად გარეცხეთ, გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, 40-50 წუთის განმავლობაში. არ მოაყაროთ მარილი. მოხარშულ ჭარხალს ცივი წყალი დაასხით, გაასუფთავეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.

3ჭარხლის ნაჭრები დააბლენდერეთ. მიღებული პიურე ქინძისა და ნიგვზის მასას დაუმატეთ. მიეცით ბურთულების ფორმა. ფხალი მორთეთ ნიგვზითა და ბროწეულით.