მოამზადეთ გემრიელი დესერტი შაქრის, ფქვილისა და კარაქის გარეშე

1461
მომზადების დრო: 15 წთ.
სირთულე: საშუალო

ტკბილეული ჩვენს ტვინს კვებავს. ის ასევე არაჩვეულებრივია დეპრესიის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ფიგურას, კომპრომისი ყოველთვის არსებობს ფინიკის, ქიშმიშის, ნატურალური შოკოლადის სახით. დღეს წარმოგიდგენთ დიეტურ ტკბილეულობას, რომელიც არ შეიცავს შაქარს, ფქვილს, კარაქსა თუ მარგარინს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი სტაფილო
  • 150 გრამი ფინიკი
  • 250 გრამი ნიგოზი
  • 50 გრამი ქიშმიში
  • 1 ცალი მანდარინი
  • 0.25 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 0.25 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 50 გრამი ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი:

1სტაფილო გახეხეთ. მანდარინი გაფქცვენით, მისი ქერქი დაგჭირდებათ. ფინიკი მოხრაკეთ და წვრილად დაჭერით. ასევე დაჭერით მუსკატის კაკალიც. სტაფილო, მანდარინის ცედრა, კაკალი, ფინიკი, ქიშმიში და სხვა სანელებლები დააბლენდერეთ. ზეთი პორციებად ჩაამატეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

2მიღებული მასისგან საშუალო ზომის ბურთლები მოზილეთ. დაახლოებით 20 ცალი. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და ეს ბურთულები ზედ დააწყვეთ, შედგით მაცივარში 2-3 საათით. შემდეგ კი ქოქოსის ფანტელში ამოავლეთ.