მოამზადეთ ღორის ხორცი კარტოფილთან და ყველთან ერთად ქოთანში!

1294
მომზადების დრო: 35 წთ.
სირთულე: საშუალო

ეს სადღესასწაულო კერძი გემოთი ჟულიენსაც მოგაგონებთ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ქვემოთ მოცემული რეცეპტით მეტად ნოყიერ და წვნიან კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ღორის ხორცი
  • 2 ცალი ახალი, მწვანე ხახვი
  • 100 გრამი ყველი
  • 15 ცალი შამპინიონი
  • 3-4 ცალი კარტოფილი
  • 50 გრამი კარაქი
  • ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ღორის ხორცი გარეცხეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ტაფაში ზეთი ჩაასხით და ხორცი ჩაყარეთ. მაღალ ცეცხლზე 5-6 წუთი გააჩერეთ, შემდეგი 10 წუთი კი – დაბალზე.

2ხახვი და სოკო დაჭერით. ეს ორი კარაქში 10 წუთის განმავლობაში ამზადეთ. ყველი გახეხეთ. კარტოფილი მარილიან წყალშ მოხარშეთ, შედეგ კი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.

3ქოთანში ყველა ეს ინგრედიენტი შემდეგი წყობით მოათავსეთ: კარტოფილი, ღორის ხორცი, მაიონეზი, სოკო ხახვთან ერთად და ყველი. დაახურეთ თავსაფარი და ღუმელში 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე ამზადეთ.