მოამზადეთ იაპონური ბლინები – ჰოტტო კეეკსი – მარტივად!

21026
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: მარტივი

იაპონური სამზარელო ასოცირდება ბრინჯისა და თევზის ვარიაციებით შექმნილ სხვადასხვა დესერტთან და ნამცხვართან. თუმცა ჯობს მათ კულინარიულ ტრადიციებს უფრო ღრმად გავეცნოთ. დღეს შემოგთავაზებთ ჰოტტო კეეკს. ეს გახლავთ საშუალო ზომის ბლინები. ისინი მზადდება მშრალ ტაფაზე.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 120 გრამი
  • შაქარი – 2 ს/კ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • რძე – 120 მლ
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ

მომზადების წესი:

1
აურიეთ რძე, შაქარი და კვერცხი ერთმანეთს. ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე ჯამში აურიეთ, შემდეგ რძისა და კვერცხის მასას დაუმატეთ.

2ტაფა შეათბეთ, შემდეგ რამდენიმე წამით სველი პირსახოცი დაადეთ, რათა გაცივდეს. ცომი ტაფის ცენტრში მოათავსეთ, 1 წუთის შემდეგ გადმოატრიალეთ და ტაფას თავსახურიდააფარეთ. კიდევ ერთი წუთი და ბლინი მზადაა.

3
ჰოტო კეეკი შეგიძლიათ ფენებად დააწყოთ ერთმანეთს და ყოველ მათგანს კარაქი წაუსვათ.