მოამზადეთ ისპანახის ფხალი ამ რეცეპტით

7330
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: საშუალო

ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცივი კერძი ფხალია. დღეს შემოგთავაზებთ მის საინტერესო და გემრიელ რეცეპტს. ეს არის არომატული მასა დამზადებული ისპანახის, ნიგოზისა და სანელებლებისგან, რომელიც, საბოლოოდ, მწვანილითა და ბროწეულით არის გაფორმებული.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ისპანახის ფურცელი
  • 100 გრამი ნიგოზი
  • 1 ცალი დიდი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 1 ს/კ თეთრი ღვინოს ძმარი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • ერთი შეკვრა ქინძი
  • 1 ცალი ბროწეული

მომზადების წესი:

1ისპანახი გარეცხეთ, ადუღებულ წყალში 5 წუთით ჩადეთ, შემდეგ კი სითხე გადაწურეთ. ხახვი, ნიორი, ნიგოზი და ქინძი ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ. დაუმატეთ მარილი, სანელებლები და კარგად აურიეთ.

2ისპანახი დააბლენდერეთ (ან ისიც ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ). მიღებული მასა ნიგვზის მასას დაუმატეთ. მოასხით ძმარი, შემდეგ კი ბურთულები მოზილეთ და მორთეთ ბროწეულით.