მოამზადეთ იტალიური ბისკვიტი “მარგარიტა” მარტივი ინგრედიენტებით

3442
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

სიტყვა “მარგარიტას” ხსენებისას, იტალიელებს ორი ასოციაცია აქვთ: ერთი მათგანი პიცას უკავშირდება, მეორე კი – ბისკვიტს. დღეს ზუსტად ამ უკანასკნელის რეპცეტს გაგაცნობთ. ეს არის პოპულარული იტალიური დესერტი, რომელიც იდეალურია ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

ინგრედიენტები:

  • 4 ცალი კვერცხი
  • 150 გრამი შაქარი
  • 100 გრამი სახამებელი
  • 80 გრამი კარაქი
  • 100 გრამი ფქვილი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებლი
  • 2 ს/კ შაქრის პუდრა
  • მწიკვი ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

1კვერცხს დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ იქამდე, სანამ მასა სამჯერ არ გაიზრდება. ჩაამატეთ ლიმონის ცედრა, ფქვილი სახამებელთან და გამაფხვიერებელთან ერთად. ხის კოვზით ქვემოდან ზევით ურიეთ.

2ცომში მდნარი (არა ცხელი) კარაქი ჩაასხით და კვლავ აურიეთ. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით და მოაყარეთ ფქვილი. ცომი მასში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე, 40-45 წუთის განმავლობაში აცხვეთ. მზა ბისკვიტი სანამ არ გაცივდება, ფორმიდან არ ამოიღოთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.