მოამზადეთ იტალიური კერძი: კარტოფილის ღვეზელი ლორითა და ყველით

1259
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

იტალიური სამზარეულო მთელი მსოფლიოს გულს იპყრობს. ეს გასაკვირიც არაა. ქვემოთ მოცემული იტალიური რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ. ეს არის კარტოფილის ღვეზელი ლორითა და ყველით, რომელიც თავისი გემოთი აუცილებლად მოგხიბლავთ.

ინგრედიენტები:

  • 0.5 კგ. კარტოფილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 150 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი ლორი
  • 100 გრამი ყველი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. როგორც კი მოიხარშება გაფცქვენით და გახეხეთ. ჩაამატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და კვლავ ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული კარტოფილის მასა 2 თანაბარ ნაწილად გაყავით.

2ლორი წვრილ კუბიკებად დაჭერით, ყველი კი გახეხეთ. კარტოფილის ერთ-ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ. ზემოდან დაჭრილი ლორის ნახევარი თანაბრად დააწყვეთ, მოაყარეთ ყველი და დარჩენილი ლორი.

3კარტოფილის მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და ზემოდან დააფარეთ. საშუალო დონის ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში ამზადეთ. როგორც კი ღვეზელი გაოქროსფერდება, მეორე მხარეს გადმოაბრუნეთ და 1 წუთის განმავლობაში ამზადეთ.