მოამზადეთ იტალიური მდნარი ყველი სახლის პირობებში – მარტივი რეცეპტი

2861
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: საშუალო

იტალიური წარმოშობის მდნარი ყველი, მასკარპონე, მსოფლიოში სახელგანთქმულია. გაგიკვირდებათ და, მისი მომზადება სახლის პირობებში საერთოდ არ წარმოადგენს რამე სირთულეს. ის გამოგადგებათ ისეთი დესერტების მომზადებისას, როგორებიცაა, ტირამისუ და ჩიზქეიქი. მასკარპონე გამოდის რბილი და აქვს სასიამოვნო გემო.

ინგრედიენტები:

    • 800 გრამი ნაღები (15-20 %-იანი ცხიმიანობით) ან არაჟანი ( უმჯობესია ცხიმიანობა 20 %-ზე ნაკლები იყოს_
    • 150-200 მლ. რძე
    • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი

1ქვაბში ნაღები და რძე ჩაასხით. შემოდგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და არ აადუღოთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი. ცეცხლს დაუწიეთ და 7-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. პერიოდულად ურიეთ. დროის გასვლის შემდეგ, ცეცხლი ჩააქრეთ.

2მარლა ქაფქირს დააფარეთ და 2-3-ჯერ გადაკეცეთ. მიღებული მასა მასში ჩაასხით. მარლის ბოლოებით კვანძი გააკეთეთ. საბოლოოდ, მარლა ხელებით დაზილეთ, ყველი ამოიღეთ და ღრმა ქვაბში ჩადეთ. დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.