მოამზადეთ იტალიური სალათა “პანცანელა” პურითა და პომიდვრებით

5794
მომზადების დრო: 20 წთ.
სირთულე: საშუალო

შემწვარი პურის ნაჭრები, პომიდვრის უგემრიელესი წვენი და ზეითუნის ზეთის არომატული გემო – ეს ყველაფერი იტალიურ სალათა პანცანელას უნიკალურს ხდის. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი დიდი პომიდორი (უმჯობესია რბილი არ იყოს)
  • ერთი მუჭა პომიდორი ჩერი
  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • ერთი შეკვრა ბაზილიკა
  • ცოტაოდენი ოხრახუში
  • რამდენიმე ნაჭერი პური (უმჯობესია, თუ ძველი იქნება)
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 1- 2 ჩ/კ ღვინოს ძმარი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 0.5 ცალი მწარე მწვანე წიწაკა (შეგიძლიათ არ დაამატოთ)
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1პური საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით, საცხობ ფორმაზე დააწყვეთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 200 გრადუსზე, 10 წუთის განმავლობაში.

2დაჭერით შემდეგი ინგრედიენტები: დიდი პომიდვრები – ნაჭრებად, პომიდორი ჩერი – შუაზე, ხახვი – ნახევარრგოლებად, ნიორი – წვრილად, მწარე მწვანე წიწაკა – რგოლებად, ოხრახუში და ბაზილიკა – წვრილად. ზეითუნის ზეთი კი ღვინოს ძმარს შეურიეთ. ეს ყველა ბოსტნეული ღრმა ჯამში მოათავსეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი. დაუმატეთ პური და მოასხით ზეითუნისა და ღვინოს მიქსი.

3აურიეთ სალათას (უმჯობესია ხელებით), ოდნავ დაჭყლიტეთ პომიდორი. შედგით მაცივარში 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ, ბაზილიკა მოაყარეთ.