მოამზადეთ იტალიური წარმოშობის საშობაო კექსი

1445
მომზადების დრო: 200 წთ
სირთულე: საშუალო

იტალიური კექსი თავისი სირბილითა და არომატულობით გამოირჩევა. მას მეორენაირად საშობაო კექსსაც უწოდებენ. მისი მომზადებისას მთავარი ნიუანსი გაითვალისწინეთ: კექსი გაჭერით მისი მომზადებიან 2- 3 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, ის მეტად არომატული იქნება.

ინგრედიენტები

    • 800 გრამი ფქვილი
    • 1 ჭიქა რძე
    • 1.5 ჭიქა შაქარი
    • 40 გრამი საფუარი
    • 150 გრამი კარაქი
    • 3 ცალი კვერცხი
    • 2 ცალი კვერცხის გული
    • 2/3 ჭიქა ცუკატი
    • 150 გრამი ქიშმიში
    • 150 გრამი კურაგა
    • 1 ჩ.კ მუსკატის კაკალი
    • 0.5 ჩ/კ ილი (არომატული თესლი რომელიც გამოიყენება სუნელად)
    • 1 ს/კ გახეხილი ლიმონისა ან ფორთოხლის ცედრა
    • 2 შეკვრა ვანილის შაქარი

მომზადების წესი

1საფუარს 2 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ. ჩაასხით 3-4 სუფრის კოვზი თბილი რძე. ასევე ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილიც. კარგად აურიეთ. მიღებული მასა ზუსტად 15 წუთით დატოვეთ.

2სხვა ჯამში 2 ჭიქა ფქვილი ჩაყარეთ, დაასხით თბილი რძე და კარგად აურიეთ, შემდეგ კი მომზადებული საფუარის მასა ჩაამატეთ. ცომი თბილ ადგილას 1-2 საათით დატოვეთ.

3კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ გული, კარგად აურიეთ და ცომში ნაჭრებად დაჭრილ რბილ კარაქთან ერთად ჩაამატეთ. მოაყარეთ შაქარი. კვლავ დაამატეთ 3 ჭიქა ფქვილი, შაქარი და სანელელები. შეგიძლიათ ჩაასხათ 2 სუფრის კოვზი რომიც.

4კარგად მოზელილ ცომს ნაჭერი გადააფარეთ და 2 საათით თბილ ადგილას დატოვეთ. ცუკატი, ქიშმიში და კურაგა საშალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და ცომში ჩაამატეთ. ის კიდევ ერთხელ მოზილეთ, გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათით. აცხვეთ 180 გრადუსზე, 45-50 წუთის განმავლობაში. მორთეთ ნიგვზით.

5ასევე შეგიძლიათ, მარმელადი ცოტაოდენ წყალში ჩაალბოთ, მიკროტალღურ ღუმელში შედგათ, მიღებული მასით კი კექსი მორთოთ. ეს ვიზუალურად ლამაზი და ორიგინალური იქნება.