მოამზადეთ კარამელის უნივერსალური რეცეპტი

2159
მომზადების დრო: 25 წთ.
სირთულე: საშუალო

ტორტის კრემების უამრავი ვერსია არსებობს. უნივერსალური რეცეპტები კი თითზე ჩამოსათვლელია. დღეს ზუსტად ასეთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ეს არის კარამელის კრემი, რომელიც შეგიძლიათ დაუმათოთ ტორტს, ღვეზელებს და ქაფქეიქებს. კარამელის კრემი გამოდის ნაზი, რბილი კარაქის გემოთი. მისი მომზადება კი არცთუ ისე რთულია.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი შაქარი
  • 600 მლ. რძე
  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ს/კ ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1ქვაბში 150 გრამი შაქარი და წყალი ერთმანეთში აურიეთ. შემოდგით საშუალო დონის ცეცხლზე და სიროპი მოხარშეთ. ურიეთ ხშირად იქამდე, სანამ ყავისფერი არ გახდება. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. ჩაასხით 500 მლ. რძე.

2100 გრამ რძეს ფქვილი შეურიეთ და სიროპის მასას დაუმატეთ. გააჩერეთ საშუალო დონის ცეცხლზე. მასა უნდა ადუღდეს. არ დაგავიწყდეთ მორევა. ჩაამატეთ კვერცხისა და მარილის მიქსი. დაელოდეთ მის ადუღებას. კრემი ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს.