მოამზადეთ კარტოფილი ავსტრალიურად!

10404
მომზადების დრო: 45 წთ
სირთულე:საშუალო

კარტოფილის მომზადება ავსტრალიურად – საკმაოდ მარტივი, მაგრამ უჩვეულო რეცეპტი კარტოფილის მოყვარულებს აუცილებლად დაგაინტერესებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ზღვის მარილი, როზმარინი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1მარილიან წყალში კანიანი კარტოფილი კარგად მოხარშეთ. ღუმელი გაახურეთ, მანამდე კი საცხობი ფორმა მოამზადეთ. დაასხით ზეითუნის ზეთი და კარტოფილი მცირედი დაშორებებით დააწყვეთ. ოდნავ დააჭირეთ კოვზი. გადაუსვით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ დაჭრილი როზმარინი. მოაყარეთ ცოტაოდენი პილპილიც. შედგით ღუმელში და 230 გრადუსზე აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.