მოამზადეთ კარტოფილი “დოფინუა” და ეზიარეთ გემოს მრავალფეროვნებას!

10029
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 55 წთ
სირთულე: საშუალო

არტოფილი “დოფინიუა” ერთ-ერთი შესანიშნავი და საოცრად გემრიელი კერძია, რომელსაც ფრანგული სამზარეულო გვთავაზობს. ალბათ, კარტოფილი ის საკვებია, რომელსაც ყველაზე ხშირად მივირთმევთ, ამიტომ აუცილებელია, ვეზიაროთ მისი მომზადების სხვადასხვა მეთოდებს, რადგან გემოს მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია! არ დაიზაროთ ამ უგემრიელესი კერძის მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 5 ს.კ. კარაქი.
  • 2 კბილი ნიორი.
  • 1 კგ. კარტოფილი.
  • 500 მლ. ნაღები 10%-იანი ცხიმიანობით.
  • მარილი, პილპილი და მწიკვი მუსკატის კაკალი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1გათალეთ და კარგად გარეცხეთ კარტოფილი. დაჭერით ძალიან თხელ, მრგვალ ნაჭრებად, არაუმეტეს 3 მმ. სისქისა. ფორმას წაუსვით კარაქი და თანაბრად გადაანაწილეთ მასზე დაჭყლეტილი ნიორი. დაიწყეთ კარტოფილის დალაგებას. ისე, რომ ნაჭრები ნახევრად, ერთმანეთის ზევიდან იყოს მოწყობილი (როგორც თევზის ფარფლები). პირველ ფენას მოაყარეთ მარილი, პილპილი და მუსკატის კარაქი და მოასხით ცოტაოდენი ნაღები.

2 განაგრძეთ ფენების დამატება და გაიმეორეთ იგივე პროცედურა. ნაღები გადაანაწილეთ ისე, რომ ბოლო ფენისთვის რაც შეიძლება მეტი დაგრჩეთ.სულ ბოლო ფენაზე მოაწყვეთ კარაქის დარჩენილი ნაჭრები. გადააფარეთ ფორმას ფოლგის ქაღალდი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთი.

3მოხსენით ფოლგა და კიდევ 15-20 წუთი გააჩერე, რომ ზედაპირი მოიბრაწოს. სუფრასთან იმ ჭურჭლით მიიტანეთ, რომელშიც მოამზადეთ. გემრიელად მიირთვით!