მოამზადეთ კარტოფილის ორცხობილა და მიირთვით ჩაისთან ერთად

975
მომზადების დრო: 45 წთ.
სირთულე: საშუალო

იდეალური ჩაის სმა უგემრიელესი ორცხობილის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად ეს უკანასკნელი ტკბილეულის სახით გვხვდება. თუმცა, დღეს უტკბო მათგანს შემოგთავაზებთ. ეს არის კარტოფილის ორცხობილის უნიკალური რეცეპტი, რომელიც არც განსაკუთრებულ ინგრედიენტებს და არც დიდ დროს მოითხოვს.

ინგრედიენტები:

  • 0.5 კგ. კარტოფილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 40 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი კარაქი
  • სეზამი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და მოხარშეთ. შემდეგ კი ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ. მიღებულ ფარშში დაამატეთ კარაქი და ურიეთ იქამდე, სანამ არ გაიხსნება.

2ჩატეხეთ ერთ ცალი კვერცხი, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ. მოზილეთ ცომი, რომლის სისქე 5 მმ უნდა იყოს. გაყავით თანაბრად. თითოეული ნაჭერი ფქვილში ამოავლეთ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. მეორე კვერცხი გატეხეთ და ორცხობილას გადაუსვით. მოაყარეთ სეზამი და 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე აცხვეთ.