მოამზადეთ კარტოფილის სალათა ამერიკული რეცეპტის დახმარებით

2356
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

კარტოფილის სალათის მომზადების ალტერნატიული ვარიანტები ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოში შეგხვდებათ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული რეცეპტია. სალათა უნდა მიირთვათ ცივად. ის ასევე უხდება მოხარშულ ან შემწვარ ხორცს. კარტოფილის სალათა გამოდის ხრაშუნა, პიკანტური, წვნიანი და უგემრიელესი. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 3-4 ცალი კარტოფილი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 3 ცალი მჟავე კიტრი
  • 2 ცალი ნიახური
  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • 4 ს/კ მაიონეზი (ან ნატურალური იოგურტი)
  • 1 ს/კ ძმარი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კვერცხში მოვხარშოთ და კუბიკებად დავჭრათ. კარტოფილი კანიანად მარილიან წყალში მოვხარშოთ, გავფცქვნათ და კვერცხის მსგავსად კუბიკებად დავჭრათ.

2ჯამში მაიონეზი, ძმარი, მარილი, შაქარი, მდოგვი, პილპილი ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ჩავამატოთ კარტოფილი, კვერცხი, კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი და ნიახური.

3მიღებული კარტოფილის სალათა მაცივარში მინიმუმ 4 საათით შევდგათ. დროის გასვლის შემდეგ მწვანილი მოვაყაროთ. სულ ეს არის!