მოამზადეთ კორეული სამზარეულოს უგემრიელესი კერძი! ეს აუცილებლად მოგეწონებათ!

36718
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

კორეული სამზარეულო თავისი არომატულობით დაგიპყრობთ. ხე – კორეული კერძია, რომელიც დამარინებული ხორცისგან მზადდება. აუცილებლად გასინჯეთ!

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ქათმის ფილე
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 ს/კ ძმარი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 5 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 0.5 ჩ/კ წიწაკა ჩილი
  • 0.25 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ს/კ ტომატის პასტა
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1ქათმის მკერდი მზესუმზირის ზეთში მოხარშეთ. შემდეგ კი დააქუცმაცეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით, ასევე- ბულგარული წიწაკაც.

2ახლა კი მარინადის მომზადების დროა: ტაფაზე მზესუმზირის ზეთი და 9 %-იანი ძმარი დაასხით, დაუმატეთ სანელებლები. დაბალ ცეცხლზე დადგით და მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაამატეთ ტომატის პასტა და გადმოდგით ცეცხლიდან.

3ჯამში აურიეთ მომზადებული ინგრედიენტები, დაასხით სოუსი. ესეც ასე: ხე მზადაა.