მოამზადეთ კუბდარი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით

1794
მომზადების დრო: 60 წუთი.
სირთულე: საშუალო

კუბდარი – ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. დღეს შემოგთავაზებთ მის რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი ღორის ხორცია. მისი მომზადება არც ისეთი რთულია. შიგთავსში შეგიძლიათ აჯიკაც კი დაამატოთ. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება:

ინგრედიენტები:

  • 700 გრამი ფქვილი
  • 5 გრამი საფუარი
  • 300 მლ. რძე
  • 75 მლ. მზესუმზირის ზეთი
  • 300 გრამი ღორის ხორცი
  • 3-4 ცალი ხახვი
  • უცხო სუნელი, კარაქი გემოვნებით
  • მარილი, ქინძი, პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1100 მლ. შეცხელებულ რძეში საფუარი გახსენით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, კარგად აურიეთ და თბილ ადგილას 20-25 წუთი დატოვეთ. ფქვილი ღრმა ჯამში ჩაყარეთ, შუაგულში ჩაღრლავება გაუკეთეთ და მასში 75 მლ. მზესუმზირის ზეთი, საფუარიანი რძე ჩაასხით. დაამატეთ მარილიც.

2ცომს კარგად მოურიეთ და 200 მლ. რძეც დაამატეთ. მოზილეთ რბილი ცომი. დააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას 1-1.5 საათით დადგით. ღორის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ სანელებლები და წვრილად დაჭრილი ხახვი.

3ცომი 4 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ. ცენტრში ხორცის მასა მოათავსეთ, ზემოდან კი კარაქის საშუალო ზომის ნაჭერი დაადეთ. ცომის გვერდები შეკეცეთ ისე, რომ ბურთის ფორმი მასა მიიღოთ. ნელ-ნელა გააბრტყელეთ. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და 20-25 წუთი, 200 გრადუსზე აცხვეთ.