მოამზადეთ კუჭმაჭი ამ რეცეპტის მიხედვით

4253
მომზადების დრო: 80 წთ.
სირთულე: საშუალო

ქათმის ხორცი, ღვინო, მწარე წიწაკა და ნიორი არაჩვეულებრივ კერძს ქმნის – კუჭმაჭს. ეს ცნობილი ქართული საჭმელია, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 150 გრამი ქათმის მკერდი
  • 150 გრამი ქათმის კუჭი
  • 1 ცალი ბროწეული
  • 1 ცალი დიდი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 4 კბილი ნიოერი
  • 0.5 ცალი მწარე წიწაკა
  • 100 მლ. წითელი მშრალი ღვინო
  • 100 მლ. წყალი
  • 1 ჩ/კ მშრალი კოწახური
  • 1 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 1 ჩ/კ ხმელი სუნელი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქათმის ღვიძლი, მკერდი და კუჭი გაასუფთავეთ, რამდენჯერმე გარეცხეთ, ჩაყარეთ ჯამში და დაასხით ცივი წყალი. დატოვეთ 30 წუთი. ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით, სტაფილო კი გახეხეთ.

2ტაფაში მცენარეული ზეთი ჩაასხით და ხახვი შეწვით. დაუმატეთ სტაფილო. ამზადეთ დარბილებამდე, 3-4 წუთით. ტაფიდან გადაიღეთ, ხოლო ქათამი ამავე ტაფაში შეწვით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთი ამზადეთ. ურიეთ მუდმივად.

3შეამცირეთ ცეცხლი და ტაფაში 100 მლ. წყალი და 80 მლ. ღვინო ჩაასხით. დააფარეთ თავსახური და 30 წუთი ამზადეთ. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. ნიორი და მწარე წიწაკა წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ქინძი, ხმელი სუნელი, კოწახური და კარგად აურიეთ.

4მომზადებული ხახვი და სტაფილო კვლავ ტყაფაში დააბრუნეთ და დარჩენილი ღვინო და ნივრისგან მიღებული მასა დაუმატეთ. ბროწეული გაფცქვენით, მწვანილი კი წვრილად დაჭერით. კერძი ცეცხლიდან გადმოდგით და ბროწეულითა და მწვანილით მორთეთ. გემრიელად მიირთვით.