მოამზადეთ კვერცხი შოტლანდიურად ანუ კოტლეტში გახვეული ტაფამწვარი

1079
მომზადების დრო: 35 წთ
სირთულე: საშუალო

კვერცხი შოტლანდიურად – კერძს შოტლანდიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ბრიტანული საჭმელი, რომელიც სუპერმარკეტებშიც კი შეიძლება შეგხვდეთ. კოტლეტებში გახვეული ტაფამწვარი ნამდვილად უგემრიელესი გამოდის. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება! საფანელის ნაცვლად შეგიძლიათ დაფქული ნიგოზი ან არაქისი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი ღორის ან ძროხის ხორცის ფარში
  • 5 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი კარაქი
  • პილპილი, მარილი, მწვანილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • საფანელი, დაფქული ნიგოზი ან შვრიის ფანტელი გემოვნებით

მომზადების წესი:

14 ცალი კვერცხი მოხარშეთ და ცივ წყალში გააცივეთ. ამ რეცეპტის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს: გამოიყენოთ მოხარშული კვერცხი ცივი კერძისთვის ან თოხლო კვერცხი ცხელი კერძისთვის. არჩევანი თქვენზეა.

2ფარშს მოაყარეთ მარილი და დაჭრილი მწვანილი. 4 ბურთულა მოზილეთ. გაითვალისწინეთ პროპორციებიც: 130 გრამ ფარშზე 1 ცალი კვერცხი მოდის. ფარშის ცენტრში ერთი კვერცხი მოათავსეთ და კოტლეტების ფორმა მიეცით.

3კოტლეტები ამოავლეთ კვერცხის გულში, შემდეგ კი – საფანელში. ასევე ამ უკანასკნელის ნაცვლად შეგიძლიათ გმაოიყენოთ დაფქული ნიგოზი ან არაქისი.

4საცხობ ფორმას ფოლგა დააფარეთ. კოტლეტები მასზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ამ დროის განმავლობაში უგემრიელესი სოუსი მოამზადეთ: კვერცხის გულს დაუმატეთ 50 გრამი კარაქი, 3 ს/კ წყალი, მარილი და პილპილი. სოუსი წყლის აბაზანაზე ამზადეთ.