მოამზადეთ ნამცხვარი ფქვილის გარეშე და იზრუნეთ თქვენს ფიგურაზე

20074
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

დიეტის დრო ყველაზე რთულია ტკბილეულზე უარის თქმაა. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ისეთი რეცეპტები, რომლებიც თქვენი ფიგურისთვის საზიანო არაა. დღეს ზუსტად ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ნამცხვარი მზადდება ფქვილის გარეშე. გამოდის იმდენად რბილი, რომ პირდაპირ პირში დნება. ასევე მოგიწევთ სოუსის მომზადებაც, რომელიც ნამცხვარს განსაკუთრებულ გემოს სძენს.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ხაჭო
  • 5 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი არაჟანი
  • 120 გრამი შაქრის პუდრა
  • 2 ს/კ სახამებელი

    ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • 2 ცალი ბანანი
  • 150 მლ. ნაღები
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ შაქრის პუდრა

მომზადების წესი:

1ხაჭო დააბლენდერეთ. კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან განაცალკევეთ. გული არაჟანთან ერთად ხაჭოში ჩაამატეთ, ასევე დაამატეთ შაქრის პუდრა, სახამებელი და ვანილინი. თქვიფეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2კვერცხის ცილა კი დარჩენილ შქრის პუდრასთან ერთად ათვიფეთ. უნდა მიიღოთ მკვირივ თეთრი მასა, რომელსაც შემდეგ ხაჭოს მასაში ჩაამატეთ. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში. აცხვეთ 180 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში.

3სანამ გამოცხვება, სოუსი მოამზადეთ: ბანანი გაფცქვენით, დააბლენდერეთ, ჩაამატეთ ნაღები, შაქრის პუდრა და არაჟანი. ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სოუსი მზადაა! როგორც კი ნამცხვარს ღუმლიდან გამოიღებთ, მოასხით სოუსი და გემრიელად მიირთვით!