მოამზადეთ ორიგინალური საუზმე: გამომცხვარი კვერცხი ხახვითა და ორცხობილით!

6965
მომზადების დრო: 25-30 წთ.
სირთულე: საშუალო

როგორ მოვამზადოთ იდეალური საუზმე? მარტივი ტაფამწვარით უკვე ვერავის ვეღარ გააკვირვებთ. ამიტომ დღეს მეტად ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ: გამომცხვარი კვერცხი არომატული ხახვით და ხრამუნა დაფქული ორცხობილით.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ კარაქი
  • 2 დიდი ხახვი
  • ¼ ჭიქა მზეზე გამომშრალი პომიდორი
  • 1 ჭიქა დაფქული ორცხობილა
  • 1.5 ჭიქა გახეხილი ყველი
  • 6-7 ცალი კვერცხი (კვერცხის რაოდენობა თქვენი ტაფისზომაზე გათვალეთ)
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ტაფაში კარაქი გაადნეთ. მიღებულ ცხიმში კი ხახვი დარბილებამდე შებრაწეთ. დაუმატეთ მზეზე გამომშრალი პომიდორი.

2ცალკე ჯამში დაფქული ორცხობილა და ყველი ერთმანეთში აურიეთ. მიღებული მასა ტაფაში ჩაამატეთ.

3კოვზით მასაში კვერცხისთვის რამდენიმე ჩაღრმავება გააკეთეთ. ამ ჩაღმავებებში კვერცხები ჩატეხეთ. მოაყარეთ ცოტაოდენი ყველი და ღუმელში 120 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში აცხვეთ.