მოამზადეთ პიცა რძეზე! გამოდის ძალიან გემრიელი!

7414
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

ძნელია ისეთი პიცა მოამზადოთ, როგორსაც რესტორნებში აკეთებენ. დღეს შემოგთავაზებთ რესტორანში დამზადებული ყველაზე გემრიელი პიცის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ რძე
  • 2ჩ/კ შაქარი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 150 გრამი მაგარი ყველი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 10 გრამი საფუარი
  • 300 გრამი ფქვილი
  • 1 ცალი პომიდორი
  • 150 გრამი ლორი
  • ტომატის სოუსი გემოვნებით

მომზადების წესი:

1თბილ რძეში შაქარი, მარილი, საფუარი, ზეითუნის ზეთი ჩაამატეთ. კარგად აურიეთ.

2ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. ჯამში ჩადეთ და ნაჭერი გადააფარეთ. თბილ ადგილას 30 წუთით დადგით.

3მაგიდაზე ფქვილი მოაყარეთ და ცომი გააფართოვეთ. გადაუსვით ტომატის სოუსი. დააწყვეთ დაჭრილი ლორი და პომიდვრები. მოაყარეთ მაგარი ყველი. 190 გრადუსზე აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.