მოამზადეთ პიცის ცომი საფუარის გარეშე!

21918
მომზადების დრო:5 წთ
სირთულე: საშუალო

ხშირად საფუარიანი ცომისთვის დრო აღარ გვრჩება, პიცის გაკეთება კი იმ მომენტში გვინდა ხოლმე. ეს პრობლემა რომ აღარ გქონდეთ, ამ მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ:

ინგრედიენტები:

  • 0.5 ლ კეფირი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 0.5 ჩ/კ სოდა
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • ცოტაოდენი ფქვილი

მომზადების წესი:

1კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ კეფირი. აურიეთ. შემდეგ სოდა ჩაამატეთ. 2 წუთის შემდეგ მარილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მოზილეთ ცომი. ამგვარად პიცის ცომი მზადაა!