მოამზადეთ პოლონური ღვეზელი, ცებულიაჟი, კლასიკური რეცეპტით

2616
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშალო

ცებულიაჟი პოლონური ნაციონალური კერძია. ეს არის ღვეზელი – დამზადებული საფუარიანი ცომთა და კარამელიზებული ხახვით. შიგთავსს ასევე ამატებენ მაკს ან სეზამს. როგორც სხვა კერძებს, ან ღვეზელსაც უამრავი სხვა ვარიანტი აქვს. ჩვენ კლასიკურ რეცეპტს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ინგრედიენტებს, საფუარი სწრაფად უნდა იხსნებოდეს, ხოლო ფქვილი გაცრილი უნდა იყოს.

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 0.5 ს/კ შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 0.5 ჭიქა რძე
  • 250 გრამი ფქვილი
  • 30 გრამი კარაქი
  • 1.5 ჩ.კ საფუარი
  • 400 გრამი ხახვი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი მაკი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1რძე ზუსტად 37 გრადუსამდე შეათბეთ. დაუმატეთ საფუარი და შაქარი. კარგად აურიეთ და 15 წუთი დატოვეთ. ჩაამატეთ შემდეგი ინგრედიენტები: ფქვილი, მდნარი კარაქი და კვერცხი. მოზილეთ ცომი. დატოვეთ თბილ ადგილას.

2კუბიკებად დაჭრილი ხახვი კარაქში 15 წუთის განმავლობაში ამზადეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ მაკი, მარილი და პილპილი. ცომი 8 თანაბარ ნაწილად გაყავით, ჯერ ბურთის ზომა მიეცით, ხოლო შემდეგ გააბრტყელეთ.

3გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. 45 წუთი გააჩერეთ, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. თითოეულ ცომში ჩაღრმავება გააკეთეთ და მასში ხახვისა და მაკის შიგთავსი ჩააწყვეთ. აცხვეთ 200 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში.