მოამზადეთ ქათამი “ტერიაკი” ელექტრო ტაფის დახმარებით!

5738
მომზადების დრო: 3-4 სთ და 30 წთ
სირთულე: მარტივი

აზიური კერძი ქათამი “ტერიაკი” არა მარტო იაპონელების კუჭს, არამედ მთელ მსოფლიოს იპყრობს. დღეს შემოგთავაზებთ მის რეცეპტს. მოამზადეთ ის ელექტრო ტაფის დახმარებით.

ინგრედიენტები:

  • 750 გრამი ქათმის მკერდი კანისა და ძვლის გარეშე
  • 1 ს/კ მელასა (ჭარხლის შავი ბადაგი)
  • ½ ჭიქა სოიოს სოუსი
  • 3 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • 1 კბილი დანამცეცებული ნივრისგან
  • 1/8 ჩ/კ ახალი შავი წიწაკა
  • 2 ჩ/კ წყალი
  • 2ჩ/კ დაფქული სიმინდი

მომზადების წესი:

1ელექტრო ტაფაზე სოიოს სოუსი, ვაშლის ძმარი, კოჭა, ნიორი, წიწაკა და მელასა ერთმანეთში აურიეთ. მოათავსეთ მასზე ქათამი და რამდენჯერ გადაატრიალეთ, რათა სოიოს სოუსის მიქსტურა კარგად შეიწოვოს.

2ამზადეთ 3-4 საათის განმავლობაში. როგორც კი მომზადდება, ქათამი პატარა ნაჭრებად დაჭერით და გადადეთ. რა სითხეც დარჩა კი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3პატარა ჯამში წყალი და დაფქული სიმინდი აურიეთ. ეს მიქსტურა ნელ-ნელა დაუმატეთ მდუღარე სითხეს და ცეცხლის ტემპერატურა შეამცირეთ. დაელოდეთ სოუსის გასქელებას 2-3 წუთი. საბოლოოდ კი, ქათამი დაამატეთ.