მოამზადეთ რენდანგი – ეგზოტიკური კერძი ინდონეზიიდან!

2314
მომზადების დრო: 70 წთ.
სირთულე: საშუალო

რა არის რენდანგი? ასე ხორცის მომზადების ტექნიკას უწოდებენ, რომელიც ინდონეზიაში, მალაიზიაში და სინგაპურშია პოპულარული. ძირითადად რენდანგს ქოქოსის რძეზე ამზადებენ, მაგრამ რადგანაც ეს უკანასკნელი ძვირიანი და ექსკლუზიური პროდუქტია, ჩვენ ის ნაღებით შევცვალეთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ღორის ხორცი
  • 2 ცალი ხახვი
  • 20 გრამი კოჭა
  • 4-5 ცალი წიწაკა ჩილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ცალი მელისა
  • 0.5 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ცალი ნაღები
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ღორის ხორცი გარეცხეთ, შემდეგ კი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ წიწაკა ჩილი, 4 სანტიმეტრის სიგრძის კოჭას ფესვი, დაჭრილი ნიორი და მელისას ტოტი. დაასხით ნაღების ნახევარი და ჩართეთ ბლენდერი.

2ღრმა ტაფაში ზეთი გააცხელეთ, მიღებული მასა ჩაასხით და რამდენიმე წუთის შემდეგ ხორცი ჩაამატეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნაღები დაუმატეთ. თავსაფარი დააფარეთ და 50 წუთის განმავლობაში ამზადეთ. საბოლოოდ, დაამატეთ ყავისფერი შაქარი და მარილი. კარგად მოურიეთ და მზადაა!