მოამზადეთ სამარხვო ფაფა ბრინჯითა და ქიშმიშით

2607
მომზადების დრო: 20 წთ.
სირთულე: მარტივი

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ფაფა (მითუმეტეს, თუ ეს უკანასკნელი სამარხვოა) არც ისე გემრიელი გამოდის. ჩვენ კი ამ რეცეპტით საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. ბრინჯის სამარხვო ფაფა მზადდება უმარტივესად უმოკლეს დროში. გამოდის გემრიელი და ნოყიერი.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ბრინჯი
  • 200 მლ. წყალი
  • ქიშმიში, „კურაგა“, ჩირი გემოვნებით
  • თაფლი, მარილი, ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ჩირი, ქიშმიში, „კურაგა“, ნუში ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ. გადაიტანეთ ქვაბში, ჩაამატეთ გარეცხილი ბრინჯი, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ. მიირთვით თაფლით.