მოამზადეთ ვეგეტარიანელური ღვეზელები ტაფაზე

1296
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

ეს მადისაღმძვრელი ღვეზელები ნებისმიერ სუფრას მოუხდება. მის მომზადებაში შეგიძლიათ მთელი ოჯახი ჩართოთ – პროცესი სასიამოვნო თამაშად გადაიქცევა. ამ ღვეზელის რბილი შიგთავსი და ხრაშუნა ცომი უგემრიელეს დუეტს ქმნის. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

    • 400 გრამი ფქვილი
    • 130 მლ. წყალი
    • 1 ცალი კვერცხის გული
    • 500 გრამი კარტოფილი
    • 2 ს/კ მწვანე ხახვი
    • 1.5 ს/კ მცენარეული ზეთი
    • 250 გრამი ხაჭო
    • 1 კბილი ნიორი
    • 1 ჩ/კ ძმარი
    • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1ფქვილი ჯამში ჩაყარეთ და შუაში ჩაღრმავება გაუკეთეთ. ჩაასხით ძმარი და წყალი. დაუმატეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი მარილი. კარგად აურიეთ. ჩაამატეთ მცენარეული ზეთი. შეახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში და ნახევარი საათით დატოვეთ.

2ამ დროის განმავლობაში კარტოფილი მოხარშეთ. გააცივეთ, გაფცქვენით, დაუმატეთ ხაჭო, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. მოაყარეთ მარილი. თუ მასა ზედმეტად სქელია, ოდნავ თბილი რძე ჩაასხით.

3მაგიდაზე სახამებელი მოაყარეთ. ცომი 4 ნაწილად გაყავით და თითოეული მათგანი გააბრტყელეთ. დაჭერით გრძელ ნაჭრებად, რომელთა სიგანე 4-5 სანტიმეტრი იქნება. ერთი სუფრის კოვზი შიგთავსი, ნაჭრის თავში მოათავსეთ და სამკუთხედად გადაახვიეთ. შეწვით მცენარეულ ზეთში იქამდე, სანამ არ შეოქროსფერდება.