მოამზადეთ სამარხვო ქაბაბი ლობიოთი და სოკოთი

668
მომზადების დრო: 160 წთ
სირთულე: საშუალო

მარხვის დროს შიმშილი აუცილებელი არ არის. ჩვენ ორგანიზმს ცილები და ცხიმები არ უნდა მოვაკლოთ. შემოგთავაზებთ სამარხვო ქაბაბის რეცეპტს, რომელშიც ხორცის როლი სოკოსა და ლობიოს უჭირავს. საჭმელი ძალიან არომატული გამოდის და ორიგინალისგან დიდად არ განსხვავდება.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ლობიო
  • 200 გრამი სოკო
  • 1 შეკვრა მწვანილი
  • 200 გრამი ბარდა
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ცალი პომიდორი
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ჩ/კ სელის თესლი
  • 2 ს/კ სეზამის მარცვლები
  • პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ლობიო და ბარდა მოხარშეთ. ხახვი და სოკო წვრილად დაჭერით, შემდეგ კი ზეთში შეწვით. დაუმატეთ პომიდვრებისა და ნივრის მიქსს. ეს ყველაფერი ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ. მწვანილი დაჭერით და ფარშში აურიეთ.

2ფარშს სანელებლები და ლიმონის წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სველი ხელებით ქაბაბის ფორმა მიეცით და სელსა და სეზამში ამოავლეთ. წამოაცვით შამფურზე. გრილზე 180 გრადუსზე აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!