მოამზადეთ სამარხვო ტეფტელები ლობიოთი

1948
მომზადების დრო: 100 წთ
სირთულე: საშუალო

მადისაღმძვრელი ტეფტელები მხოლოდ ხორცის ფარშით არ მზადდება. რეალურად, ხორცის შეცვლა ნებისმიერი პროდუქტით შეგიძლიათ: ლობიოთი, ნიგვზითა თუ სოკოთი. დღეს ჩვენ ლობიოს ტეფტელებს შემოგთავაზებთ. სამარხვო კერძი უგემრიელესი გამოდის. არომატს განსკუთრებით ნიგოზი აუმჯობესებს. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ რეცეპტში სურვილისამებრ ჩართოთ.

ინგრედიენტებ:

  • 1 ჭიქა ლობიო
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი ხახვი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ. პომიდორი
  • 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ლობიო წყალში მთელი ღამით ჩაალბეთ. მეორე დღისით კი ის და ბრინჯი დარბილებამდე მოხარშეთ. ეს ორი ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დაუმატოთ კურკუმა, დაბლენდერებული ნიგოზი, მწვანილი.

2პომიდვრები გაფცქვენით და ისინიც დააბლენდერეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული პომიდორი საკუთარ წვენში. ბულგარული წიწაკა და სტაფილო გახეხეთ, ხახვი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით და სამივე მათგანი ზეთში შეწვით.

3მიღებული მასის ნახევარი ლობიოსა და ბრინჯის მასაში გადაიტანეთ. დარჩენილ ნაწილს კი პომიდვრები დაუმატეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და თუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

4ლობიოს მასას ტეფტელების ფორმა მიეცით. დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, დაასხით მიღებული პომიდვრის სოუსი და დაფნის ფოთოლი დააფარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.