მოამზადეთ საზაფხულოდ უგემრიელესი ტოლმა!

10820
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

ტოლმა ალბათ ბევრ სადღესასწაულო სუფრაზე გვხვდება ხოლმე. დღეს მის რეცეპტს შემოგთავაზებთ!

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ხორცის ფარში
  • 200 გრამი ბრინჯი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 კგ კომბოსტო
  • 200 გრამი არაჟანი
  • 250 მლ ტომატის წვენი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კომბოსტოს ზედა ფოთლები მოაშორეთ, დანარჩენი ნაწილი კი მოხარშეთ იქამდე, სანამ ის რბილი არ გახდება, შემდეგ კი დააქუცმაცეთ.

2დაჭერით ხახვი და სტაფილო. დაასხით მათ ტომატის წვენი და 5 წუთის განმავლობაში თუშეთ.

3მოხარშეთ ბრინჯი და ფარშს შეურიეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული ტომატის წვენთან ერთად, მოხარშული კომბოსტო და არაჟანი.

4მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარგად აურიეთ. მიღებული შიგთავსი საცხობ ფორმაში მოათავსეთ და კომბოსტოს ფურცლები დააფარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში.