მოამზადეთ სოკოს არომატული და გემრიელი ღვეზელი მარტივად!

7603
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 35 წთ
სირთულე: მარტივი

გთავაზობთ ძალიან მსუყე და გემრიელი სოკოს ღვეზელი რეცეპტს, რომელიც აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულებს. ამ არომატული ღვეზელი ომზადება ძალია მარტივია.

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ. შვრიის ფანტელი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.
  • 350 გ. ქამა სოკო.
  • 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
  • 1 ს.კ. რძე.
  • 5 გ. ნიორი.
  • 3 ც. კვერცხი.
  • 2 ს.კ. წყალი.
  • 1 ც. ხახვი.
  • 4 ს.კ. მაწონი.
  • 50 გ. მაგარი ყველი.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1დაფქვით შვრიის ფანტელი ან გამოიყენეთ შვრიის ფქვილი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. აიღეთ 2 ცალი კვერცხი და განაცალკევეთ ცილა გულისგან. შეურიეთ ერთმანეთში შვრია, წყალი, კვერცხის გულები, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი.

2ათქვიფეთ ცილა და ნელ-ნელა შეურიეთ მიღებულ მასას, გამუდმებით ურიეთ. მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმაში და აცხვეთ 15 წუთი. კარგი იქნება თუ კარგად გამოშრება. ამასობაში, დაჭერით ხავი და მოთუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და თუშეთ, სანამ სითხე ბოლომდე არ ამოშრება. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

3მოათავსეთ სოკო გამომცხვარ ბისკვიტზე. გახეხეთ ყველი და ნახევარი შეურიეთ კვერცხს, მაწონს, რძეს, ნიორს და მწიკვ მარილს. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. მოასხით ზევიდან ღვეზელს და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

4აცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება.