მოამზადეთ სპაგეტი ყაბაყითა და სოკოთი – განსხვავებული და სწრაფი რეცეპტი

356
მომზადების დრო: 20 წთ
სირთულე: საშუალო

სპაგეტის მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს. ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. დღეს ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ. რეცეპტში ყაბაყი და სოკოც ფიგურირებს. რაც მთავარია, კერძის მომზადება სწრაფად და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე შეგიძლიათ. აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი სპაგეტი
  • 500 გრამი პომიდორი
  • 200 გრამი შამპინიონი
  • 1 ცალი ყაბაყი
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • ½ ჩაის კოვზი ჩილი
  • 1 შეკვრა ბაზილიკა
  • 1200 მლ. წყალი
  • გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ყაბაყი და სოკო საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. მცენარეულ ზეთში ხახვი, ნიორი, ყაბაყი შეწვით. მოასხით ტომატის პასტა. 2 წუთის შემდეგ ყველა ეს ინგრედიენტი ქვაბში გადაიტანეთ და წყალი დაასხით.

2დაამატეთ სპაგეტი, ხარშეთ 10 წუთი. არ დაგავიწყდეთ მორევა! დროის გასვლის შემდეგ, კერძი გახეხილი ყველითა და ბაზილიკით მორთეთ.