მოამზადეთ ტორტი “ეკლერი” – უგემრიელესი დესერტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება!

22357
მომზადების დრო: 35 წთ
ცხობის დრო::00 წთ.
სირთულე::მარტივი

გემრიელი დესერტის მოსამზადებლად ყოველთვის ბევრი დროის და ენერგიის დახარჯვა არაა საჭირო. გთავაზობთ მარტივ და ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტს, რომელსაც ცხობა არ სჭირდება!

ინგრედიენტები

    • ორცხობილა.
    • 500 მლ. რძე.
    • 2,5 ს.კ. სიმინდის სახამებელი.
    • 3 ს.კ. შაქარი.
    • 1 ც. კვერცხის გული.
    • 0,10 მლ. ვანილის ესენცია.

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 4 ს.კ. შაქარი.
  • 2 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი.
  • 1 ს.კ. რძე.
  • 50 გ. კარაქი.

მომზადების წესი:

1 კრემის მოსამზადებლად 500 მლ. რძე გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მეორე ნაწილს კი დაუმატეთ სახამებელი, 3 ს.კ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხის გული. ათქვიფეთ მასა ხელით და ჩაასხით მდუღარე რძეში. ამზადეთ ცეცხლზე და ურიეთ მანამ, სანამ არ შესქელდება. მიღებული პუდინგი გააგრილეთ.

2 საცხობ ჭურჭელში ან ფოლგაში ჩააფინეთ პერგამენტი ან საცხობი ქაღალდი, მოათავსეთ მასზე ორცხობილების ფენა (სურვილისამებრ შეგიძლიათ ისინი ნაფშვენებად აქციოთ), გადაანაწილეთ კრემი და ააწყვეთ ნამცხვარი ფენებად. ბოლო ფენა უნდა იყოს ორცხობილის

3შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად- აურიეთ 4 ს.კ შაქარი, კაკაოს ფხვნილი, 1 ს.კ რძე და მიქსტურა შემოდგით ცეცხლზე. როცა მასა დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ, ისე რომ კარაქი მთლიანად გადნეს. გადმოდგით შესქელებული გლაზური ცეცხლიდან და მოასხით დესერტს. შეინახეთ დესერტი მაცივარში, რომ დარბილდეს და გემო გაუჯდეს.


გემრიელად მიირთვით!