მოამზადეთ თურქული ნაციონალური კერძი – სიგარა ბიორეკი

1341
მომზადების დრო: 20 წთ.
სირთულე: საშუალო

სიგარა ბიორეკი ნაციონალური თურქული კერძია, რომელსაც საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე მიირთმევენ ხოლმე. რადგანაც ფორმით ეს გემრიელობა კუბურ სიგარას ჰგავს, სახელწოდებაც აქედან გამომდინარე ეწოდა. ხრაშუნა ხვეულები ლავაშისგან მზადდება. თქვენ დაგჭირდებათ თხელი ლავაში და ყველი. ამ უკანასკნელის შეცვლა ხაჭოთითაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • 4 თხელი ლავაში
  • 150 გრამი ყველი ბრინზა (შესაძლებელია ხაჭოც)
  • 1 ცალი კვერცხი
  • შავი პილპლი, მარილი გემოვნებით
  • კამა, ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ლავაშის ფურცლები სამკუთხედებად გაჭერით. კამას დაუმატეთ ხაჭო, მოაყარეთ პილპილი. კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ. გული მასაში ჩაამატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. თუ ხაჭოს გამოიყენებთ ყველის ნაცვლად, პილპილის მაგივრად მარილი მოაყარეთ.

2ლავაშის ყველაზე განიერ ნაწილას მიღებული შიგთავსი გადაანაწიელთ. ლავაშს კი ხვეულას ფორმა მიეცით. გადაუსვით კვერცხის ცილა. მიღებული სიგარები ზეთში შეოქროსფერებამდე შეწვით.