მოამზადეთ უგემრიელესი, ბერძნული კერძი სპანაკოპიტა, განსხვავებულად…

11326
მომზადების დრო: 15 წთ
ცხობის დრო: 20 წთ
სირთულე:: მარტივი

ბერძნული კერძის, სპანაკოპიტას ეს ვარიაცია ძალიან მარტივი მოსამზადებელია. პატარა მაფინებად მომზადებული, ისპანახისა და ყველის ნამცხვარი ძალიან მდიდარია გემოთი, ჯანსაღია და რაც მთავარია ძალიან გემრიელია!

ინგრედიენტები:

  • 225 გრ. ისპანახი
  • 225 გრ. ყველი ფეტა
  • 3 ¼ ჭიქა ფქვილი
  • 3 ჩ. კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ. კ მარილი
  • 2ც. ათქვეფილი კვერცხი
  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 1/3 ჭიქა რძე

მომზადების წესი:

1გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი 12 მაფინისთვის განკუთვნილ საცხობ ფორმაში. დაჭერით ყველი ფეტა კუბებად. ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი, ხოლო ცალკე ჯამში მოამზადეთ ისპანახის, გათქვეფილი კვერცხის, ზეითუნის ზეთისა და რძის მიქსი.

2შემდეგ ფქვილისა და ისპანახის მასები გადაურიეთ ერთმანეთს. სტრუქტურა რომ არ დაიშალოს, ეცადეთ ფრთხილად მოურიოთ. გადაურიეთ მიღებულ მასას კუბებად დაჭრილი ყველიც. გადაანაწილეთ მიღებული მასა ფორმებში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.