მოამზადეთ უგემრიელესი ღვეზელები ტაფაზე ცხიმის გარეშე!

11886
მომზადების დრო: 40 წთ.
სირთულე: საშუალო

ამ ღვეზელების განსაკუთრებულობა ისაა, რომ მათი მომზადება ტაფაზე შეგიძლიათ ცხიმის გარეშე.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 1 მწიკვი სოდა
  • 150 გრამი კარაქი
  • 600 გრამი ფქვილი
  • 1 კგ კარტოფილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ფქვილს მარილი და სოდა დაუმატეთ. ჩაღრმავება გაუკეთეთ და მასში კეფირი ჩაასხით. მოზილეთ ცომი. ჩადეთ პაკეტში და მაცივარში მთელი ღამით გააჩერეთ.

2კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ, დაუმატეთ რძე და 50 გრამი კარაქი. მოამზადეთ პიურე. ცომისგან ბურთები მოზილეთ, დაახლოებით 50 გრამი მასის. მიეცით ღვეზელის ფორმა და მათში 1 ჩ/კ პიურე ჩადეთ.

3ღვეზელები შეკარით და გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ. შეწვით ყოველი მხრიდან 3-4 წუთის განმავლობაში.