მოამზადეთ უგემრიელესი კერძი პომიდვრით, ყველითა და სოკოთი!

8022
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე:საშუალო

ეს უგემრიელესი კერძი ბერძნულია. ხშირად მას ნაკვერჩხალზე ამზადებენ, თუმცა ღუმელში მომზადებულიც უგემრიელესი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ბადრიჯანი
  • 3 ცალი პომიდორი
  • 2 ცალი კბილი ნიორი
  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • 0.5 ცალი ლიმონი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 5 ცალი ზეთისხილი
  • 1 შეკვრა ოხრახუში
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბადრიჯანი შუაზე გაჭერით და რბილ ნაწილზე დანით ჩაღრმავებები გააკეთეთ, რომელშიც ნიორს ჩადებთ. მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. პომიდვრები გარეცხეთ და ზეითუნის ზეთი მათაც გადაუსვით. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და 45 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

2შემდეგ პომიდორს და ბადრიჯანს კანი მოაცალეთ. თქვენ მხოლოდ მათი რბილი ნაწილი დაგჭირდებათ, წვრილად დაჭერით. გამომცხვარი ნიორი სალათში მიდის. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით.

3 რაც შეეხება მოსართავს, ლიმონის ნახევრისგან წვენი გამოწურეთ და ზეითუნის ზეთს შეურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. მოასხით დაჭრილ ბადრიჯანსა და პომიდორს. მოაყარეთ ოხრახუში და ზეთისხილი