მოამზადეთ უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა” მარტივად!

67127
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 2 სთ 30 წთ
სირთულე: მარტივი

მოამზადეთ ძალიან გემრიელი და პოპულარული დესერტი “პრაღა” მარტივად!

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 200 გრ. კარაქი
  • 0,5 ქილა შესქელებული რძე
  • 1 ს.კ კაკაო

    ინგრედიენტები მინანქარისთვის:

  • 50 გრ. კარაქი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. რძე
  • 1 ს.კ. კაკაო

    ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:

  • 3 ც. კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ქილა შესქელებული რძე
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ კაკაო

მომზადების წესი:

1 კრემის მოსამზადებლად გათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე. შემდეგ დაუმატეთ კაკაო და კარგად გადაურიეთ. მინანქრის მოსამზადებლად კარად აურიეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი.

2ცომის მოსამზადებლად გათქვიფეთ ვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ შესქელებული რძე, სოდიანი არაჟანი და ისევ გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და კაკაო. ფრთხილად აურიეთ.

3საცხობ ჭურჭელში ჩააფინეთ ცხიმით დამუშავებული პერგამენტის ქაღალდი და აცხვეთ ცომი 180 გრადუს ცელსიუსზე. ბისკვიტი კარგად გააგრილეთ და გაჭერით 3 ფენად. წაუსვით ფენებს შორის კრემი და ზემოდან მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!